↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამიჯერე

საიათნოვა

2011-04-131 წთ საკითხავი1556 ნახვა

—
დამიჯერე, ვამბობ, რომ უჯერავლეს, -სრულებით უბრალო რკინას იტყვიან!ხის თეფში რა გინდა ზარნიშით მოაწყონ,მაინც დასაწვავსა პინას იტყვიან!სიტყვა უნდა ერთნაირი ზოლზედა...ეშმაკია, ვინც აჰყვება ბოლზედა!..ან ფერზედ იცნობენ, ან ფოთოლზედა, -განა ყველა ბალახს ჰინას იტყვიან?ზარბაბი გაგიცვდეს - იყიდე შალი,რეცხას ვერ გაუძლებს, ვაჰ, ხამის ბრალი!რიდეს მოუხდება ალმასი-ლალი,ოქროთ მიყენილი, მინას იტყვიან!ზოგი კაცი იტყვის - კაი გვარი ვარ,მაშინ ტირიფიც იტყვის: კვარი ვარ!საქართველოს მეფის საზანდარი ვარ,საიათნოვას-არუთინას იტყვიან!

საიათნოვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი