პოეზია · ლირიკა
მწუხრი
როიალს უკრავს ვიღაც.მწუხრი ცას აძრობს ნიღაბს.დროებში მხიბლავს მწუხრი,როგორც სიტყვებში «მიყვარს».
მწუხრი აუყვა კიბეს,რომელიც ჩრდილებს იფენსდა დღე იმსხვრევა, როგორცმუჭში ფოთოლი მყიფე.
მზეა ჭრილობის მსგავსი _ბოლო ნაბიჯებს დგამს ის,მაღლა ვიღაცა უკრავსდა ქუჩებს აწვიმს ბრამსი...