↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწიფობის ქარიანი ღამე

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3610 ნახვა

—
ქარი კბილებით ღამეს ამტვრევდა,მიწასაც, თითქოს, ძვრებოდა ძრო დამეც ვიმტვრევოდი, როგორც სამტრედესახლის ნგრევისას. და ქარი ქროდადა პირველ ღამის ძუძუებივითუხათქუნებდნენ მტევნები სარებს...ყველა ღრუბელი დაძუნძულებდადა ყველას ფეხქვეშ ყვიროდა მთვარე,და მე ვუსმენდი ასეთ ცისქვეშეთს,როგორც ოპერას უცქერენ ყრუნი...და ვიფქვებოდი გრძნობის წისქვილში,გაბრუებული მწიფობის სუნით...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი