↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბულბულს

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3611 ნახვა

—
ბულბულო, ხემივით რომ აქნევ ცვრიან ნისკარტს,მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!გისმენ და – ამოდენ სიტკბოს რომ მაზიარებ,ეგ შენი სონატა, ნეტავი, რაზე არი?!იქნება იმაზე, მადლიც რომ სინაზეა,ან იქნებ სატრფოზე, ან იქნებ იმაზეა,რომ ქვეყნად რაღაც ყოველთვის პაპარაცობსდა არვის შერჩება სიავე აღარასდროს...ჩაფლულხარ ტოტებში და ატკბობ ლამაზ სერებს,მე გისმენ, გისმენ და ეს ფიქრი არ მასვენებს:ხემივით რომ აქნევ პაჭუა, ცვრიან ნისკარტს,მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი