პოეზია · ლირიკა
MIRABILE VITA
ზოგჯერ, მარტოობაში, ჯალათია ჭერიც -მხრებზე დამადგება და ბარიტონით მღერის.ზოგჯერ კედელს თვალები ეხილება ფართოდ,მიცქერს, უნდა გაიგოს, ასე რაზე ვდარდობ.ზოგჯერ, ჩემი ფანჯარა შიშველია როცა,ვხედავ, სტირის სიშორის როიალი - მოცარტს...და მინდება, ცრემლები გამოვწურო ქვიდან...და ვარ გაოცებული - Mirabile vita.
ზღვა მთვრალივით გორაობს, ტანზე იხევს სამოსს.მიწას უნდა - ვარსკვლავი მოწყვიტოს და ჭამოს.ქედი, პრომეთესავით, მიუჯაჭვავთ ცისთვის,როდის გამოიხსნიან - საწყალს სული მისდის.ქარი ლაოკოონ ტყეს - ასევს თავის გველებს...მთვარის ბურთს ეუფლება ღრუბლის თეთრი პელე...მე კი, ამათ ვუყურებ და ყველაფერს ვიტანდა ვარ გაოცებული - Mirabile vita.
როცა ელვის სატევრით ცა გადიხსნის ვენებს -მაშინ ვხედავ: ცის თაღზე საფლავები ფრენენ,როგორც თვითმფრინავები და გიჟივით ვხდები:მფრინავებად როდისღა გადაიქცნენ მკვდრები!მინდა აღარ იელვოს... შიში ტანში მზარავს,ვყვირი: "არ ჩამოვარდეთ! არ შეასკდეთ ქარაფს!"მყვირალს, მხარზე ვარსკვლავი მასკუპდება ჩიტადდა ვარ გაოცებული - Mirabile vita.
ზოგჯერ ვხედავ, ქვა ვარ და სამარისკენ მწევენ,მერე იმ ქვის გამწევი აღმოვჩნდები მევე...არ მსურს მაბზრიალებდეს ჟამი, როგორც ჩიკორს:ან არ ვიყო ასეთი, ანდა ნამი ვიყო!ვიყო, მედუზასავით, უთვალყურო რაღაც -აღარაფერს მოვისმენ, აღარაფერს ვნახავ,თორემ ჭიამარია მიცქერს, როგორც ტიტანსდა ვარ გაოცებული - Mirabile vita.
Mirabile vita. - ცხოვრება მშვენიერიაM