↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადამიანი გარემოებებს შორის

დანელია ბათუ

2026-07-183 წთ საკითხავი3613 ნახვა

—
ცხოვრებას როცა შევედავედა ფეხიც ამოვკარ ერთ ადგილას,იმ დღიდან მტკივა, ფეხი კი არა,და, სხვათა შორის, არც თავი,არამედ ყველა ვარსკვლავი და კვირტი ყოველი,თითქოსდა ტანზე გამომყროდნენ...და მერე, როგორც მოისართა სამიზნე ბოძი,გარემოებებს შორის აღმოვჩნდი.
მე ქვას ვმღეროდი,წყალს ვყვიროდი,მიწას ვსუნთქავდი,რომ გამძლეობა მომეხვეჭა...მე შემოდგომის ფოთლებივითვთოვდი განცდებსჩემი დაფარული სიმართლის გასაშიშვლებად,მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდატანჯვის ამბავში _ტანჯვა მაინც ტანჯვად რჩებოდა _სიამედ ვეღარ გარდავქმნიდი.
მე ზოგჯერ სულაც არ ვიყავ მედა მაშინ ჩიტს ჩიტი ვეგონე,შეშლილს _ შეშლილი და ძაღლს _ ძაღლიდა სარკე ჩემში იხედებოდა,რომ დაენახა ჩემი მტრები, ყველა, ვისაც კიერთხელ მაინც ჩაუხედავს გუბეში, ჭაში,მით უმეტეს, საკუთარ თავში.
აქ დაცემული მინახავს წლები,რომლებისთვისაც, როგორც ხარისთვის,ადამიანებს ხოხბის ყელი გამოუღადრავთდა სისხლს წყალით კი არ რეცხავდნენ _ჯიბეებში იჩხრიალებდნენ...და იმ დახოცილ წლების ჩონჩხზე,როგორც შუშის ნამსხვრევებზე,მე დავდიოდი დაჩეჩქვილი ფეხისგულებით...და მხოლოდ დარდი მცემდა ნუგეშსდა მომიძღვნიდა სითბოს ყინვა,სახურავებზე ჩამომხრჩვალიდა ევერესტი ზღვის დონეზე დაბლა მეძახდადა მუჭის სიმსხო ბგერებს ვჩრიდიპირში ჩემს სმენას,დაყრუებას რომ გავქცეოდი...ხოლო კარები თავიანთ თავშიმე მაღებდნენ და კეტავდნენ სივრცესდა მე დაგუბულ ტირილს მთებს შორისთოკად ვაბამდი მოგონების ჯამბაზებისთვისდა ბულბულების ჩიჩახვები ამტკივდებოდნენყელში, რომელიც უმღერლობის ამტანი იყო...სწორედ ამიტომ ამოვარტყიერთ ადგილას ფეხი ცხოვრებას,როცა გამოღმა შემომედავა...
და მე სიყვარულს ბოდიშს ვუხდიისე, როგორც დარჩენილ ვალს,რომლის გადახდა აღარ უნდათზოგ-ზოგებს ზოგჯერ,მხოლოდ იმიტომ, რომ პროცენტებივალზე მეტი აქვთ გადახდილი...
მე მწიფე ბაღში მიკრეფიამკვდარი ფოთლები და ვარსკვლავები _არსაიდან დაცვენილებიდა მათით დამწვარ ხელისგულებსვმალავდი ხალხში,როგორც ჭამის წინ მალავს ბავშვიგათხუპნილ თითებსმხოლოდ იმიტომ, თუ გამოუჩნდა,დედა უთუოდ დააბანინებს,და ვიცი _ სხვაფრივ თუ მოვიქცევი,ყველა ნაკლი გამომიჩნდება.მე ისიც ვიცი, ბოლოს და ბოლოს,თუ ნატვრა კუბში არ აიყვანე,ვერ აისრულებ ვერასდიდებით...
და, რა თქმა უნდა, ცხოვრებაზესხვა წარმოდგენაშეექმნება კაცს, ვინაც თავის სადარბაზოსთანშეეჯახება მელნისფერ ღრუბელსდა მისგან გაბმულ წვიმის წვეთებშიგაიხლართება, როგორც ბუზი ობობას ქსელშიდა იმ უხილავ მაგნიტის ძალით,რაც რკინას ახლოს არ იკარებსდა განიზიდავს,იზიდავენ ის სივრცეები,იმთავითვე რომ იყვნენ თურმე განკუთვნილიიმ ფრთოსნებისთვის,რომლებმაც წლეულს ნაჭუჭებს ვერ გამოაღწიეს.
არ შეიძლება გერქვას ძლიერიიმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევ!ძლიერი უფრო ისაა, ვისაცგარეული იხვიც ერევათავის ბუმბულის სიმშვენიერითდა ჩახმახის გამოკვრამდე ხელებს უბორკავს...
არ არსებობენ ცუდი და კარგი გარემოებანი,არსებობს ადამიანი,რომელიც დგას გარემოებებს შორის,როგორც საგზაო ინსპექტორი მოედნის გულში,ვინც ეხმარება ავტომობილებსუშეცდომოდ მოძრაობაში...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი