↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაზარი ცხოვრებისა

დანელია ბათუ

2010-08-122 წთ საკითხავი3612 ნახვა

—
1.გაზაფხული მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!ის მარტოკა მიფრინავს, მარტო, არა გუნდებთან,ის მერცხალი არაა - უკან არ დაბრუნდება.გული მაინც იმედით უსმენს დღეთა საზანდარსდა ყაყანებს ბაზარი, და იწევა მაზანდალურსმნისა და ჩაქუჩის, ფიცრისა და ხუშტარის,მზეც ხურდება, ბაზარს კი ემატება მუშტარი.
2.და ზაფხულიც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!ისიც მარტო მიფრინავს, განა ღრუბლებს მოება.ძროხებს ერეკებიან, რა უნდა ქნან ხბოებმა?! -გვალვიანმა დღეებმა საძოვრები დასიცხესდა რძეგამშრალ საქონელს მირეკავენ ბაზრისკენდა გაისმის ხბოების ნაღვლიანი ბგერები -დედებს გაუყიდიან, გამოზრდიან ფერებით...
3.შემოდგომაც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!საზარია თვითონ და უკვე თავსაც მაზარებს,ფერ-ხორცით და სიჭრელით დატვირთული ბაზარი.ლურსმნისა და ჩაქუჩის ფასი ისევ იმატებსდა მეც, რაც იყიდება, მყიდველი ვარ იმათი...და მზეს, მოხუცს მწოლარეს, უთხარ ხეო უფოთლოვ,სიკვდილს არ შეუშინდე, მე ვარ შენი კუბო-თქო!
4.და ზამთარიც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!ბაზარში კი ისევე ყიდულობენ ჩაქუჩებს,ვიღაც რანდავს ფიცარს და ბურბუშელას აქუჩებსდა მზე მოკვდა და ფიცარს მისთვის რანდავს ხუშტარადა გრძელდება ბაზარში ყაყანი და ხუშტური...არ მთავრდება ფიცრები, არ მთავრდება ლურსმნები,კვლავ კაკუნი! - ამ კაკუნს მე ყოველდღე ვუსმენდი...
5.და სიცოცხლეც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!ყველაფერი გავიდა დროის ოთხ თამაშიდან:ბაღი განიძარცვა და ხეივანი გაშიშვლდა,მოითიბა ბალახი, თივად იქცა ალერდი,ყველაფერი მოიხა, ვით ფურცელი კალენდრის,ბაზრის გარდა, რომელმაც ყველაფერი დაწრიტა...არაფერი არ მიაქვთ ამ ცხოვრების ბაზრიდან.
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი