↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადამიანი

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3617 ნახვა

—
წინ ისე მიდის, თითქოს არ სურს მოესწროს მკვდარ მზეს –ამაო წინსვლა, ღმერთის შექმნილს, რად აქვს მისჯილი?!ადამიანი, ალბათ, მალე გაივლის მარსზეც,დედამიწას კი კვლავ უკვდება შვილი შიმშილით...
ადამიანი წინ ისევე ჯიქურად მიდის,არადა, ზოგჯერ, გზას უკანაც უჯობს მოხედოს,თორემ, არათუ ჯოჯოხეთი არსებობს, თვით ისსამოთხის ბაღიც არ იქნება უჯოჯოხეთო!
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი