↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გათენება ქალაქში

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3616 ნახვა

—
დამპყრობელივით შემოდის სინათლე ქალაქში.გამშველებელივით ჩადგება ყველაფერს შორისდა ყველაფერზე ისადგურებს,როგორც მალამო სხეულისმტკივან ზედაპირზე.ხეებს არ უთქვამთ სინათლეზე,ეს თავხედი ვინ არისო,რადგან ღამეში ჩიტები ენატრებოდათ...ქალაქი ძილიდან ღვიძილში გადმოდის,როგორც სურათი ჩარჩოდან აღქმაში...ჰაერი ხელებს შლის თვალსაწიერამდე,მაგრამ რომელი ერთი ჩაიხუტოს _მთელი ღამის უნახავი რომელი არ ჰყავს!მერძევეები და მემამწვნეებიყელში იხსნიან უხილავ ქილებს,სადაც უსხიათ ხმები,რომლებიც, როგორც ჩიტებიღიად დარჩენილ გალიის კარიდან,ისე იწყებენ ამოფრენას:«მაწონიიიი!» «რძეეეეე!»და იწყება ქალაქის დღე,რომელსაც გათენების მეტი არაფერი ავალია...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი