↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალმთვარიანი იანვრის ღამე

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3607 ნახვა

—
ცა თითქოს უსმენდეს რუსთვლის გალობას,მთვარე – ხმლის ნატეხი, ჩინარში ჩაესო,ვარსკვლავებს იანვრის სურთ თებერვალობა,ვუყურებ – ღამეა საუზენაესო.
სახლის წინ, ეზოში, ვდაგვარ და ვუყურებცას. იქნებ ცაში მაქვს სხვა სახლი, სხვა ეზო!ნეტავ, რას მანიშნებს ამდენი შუქურა!ნეტავ, შენ რომელზე ბინადრობ, მაესტრო?!
ჯერ აქეთ ჩამოდი, ჯერ მოკვდავს მესტუმრე –ხომ გინდა, ცის კონცერტს მიწაზე დაესწრო!ჩამოდი, ღამეა მთლად ფანტასტიური,ღამეა საშენო – საუზენაესო.
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი