პოეზია · ლირიკა
შენი სიცოცხლე ერს უხარია უწმინდესს
მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელთა,შეჭიდებული უხილავ მტერთან,სიმხნით და ღვაწლით აღურიცხველთა,ცად მიმართ უძღვი ცხოვართა შენთა.აყვავებული სანთლები ხატთანსიკეთის დღეთა იყვნენ მაცნენი,სიწმინდის მადლად და სასწაულადმშობელთა ლოცვით აღმონაცენნი.იმედმოსხმულან შენი დღეებისიხარულს ყოველს რომ უწილადებ,შენი ფიქრია შენი მამულისამარადისო ნათლით ბრწყინავდეს.თუ საქართველო წმიდა ჯვარია, _ნატრობ, _ სამოთხის კართან იყოსო...შენი სიცოცხლე ერს უხარია,მრავალჟამიერ, კათალიკოსო!...