↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეტარ არიან მორწმუნენი... ნეტარ არიან

მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)

2015-07-121 წთ საკითხავი925 ნახვა

—
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია,ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, _შვილნი ნათლისა, ცის მამულში,ღმერთთან არიან...ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,რადგან სიკეთეს ასხივებენ, მზეებრ არიან, _რადგან სიხარბემ მათი გული ვერ გადარია,ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.ჰყვავის მათ სულში სიყვარული, მშვიდი დარია,ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,უღვთოდ რამდენი სიბრმავე და სიმწუხარეა?...ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.ვინ გვცეს ნუგეში, როცა სულში ავი ბზარია?...ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.მამულო, შენი გადამრჩენი მხოლოდ ჯვარია...ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.მამულო, შენთვის თავდადება ზეცის კარია, _ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.რწმენავ, მომავლის იმედები შენ გაბარია,ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.შენი სამკვიდრო ღმერთს შეჰვედრე _დედავ მარიამ...ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან...

მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი