↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი

მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)

2015-07-121 წთ საკითხავი919 ნახვა

—
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,თვინიერ ცოდვის, ანგარების, ამაოების...მათ საფლავებზე მზე ამოდის ნათლის დიდებითდა კამკამებენ მოელვარე საღამოები.იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,ერთი სახელი ერქვა ყველას _ კაცი კაცური...შენ ვინც იმათი სიყვარულის ცეცხლით ინთები,გასწი უშიშრად, ეს მღელვარე ზღვები გასცურე.ნავსაყუდელი ელის მშვიდი ნაბრძოლ-ნაწამებს,ვით გაზაფხული მოსდევს ზამთარს _ ამყვავებელი.უკვდავებისთვის შესწირვიდე წარმავალ წამებს,უსიყვარულო წუთისოფლის არ მყვარებელი.იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,მოგვშუქებია ჩვენ იმათი დიდი ნათელი,ვიაროთ ამ გზით, სიყვარულით, ჭირის დათმენით,ოღონდ გვანთებდეს რწმენის ცეცხლი და ჟრუანტელი.

მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი