პოეზია · ლირიკა
*** "უფალი ყოველს მოგვკითხავს ტალანტს"
მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
უფალი ყოველს მოგვკითხავს ტალანტს _ვის რა შეგვეძლო და რა შევძელით...იქ არ შეხვდები შურსა და ღალატს,სადაც სიცოცხლე არის დღეგრძელი.ბედნიერი ხარ თუ გადაურჩიამაოების დამღუპველ ჭიდილს,თუ მოჩვენებითს, სამართლად ურჩი,წარმავალობის აჩრდილად სთვლიდი.შენ მარადიულს ელტვოდი მარად,გკლავდა წყურვილი უცხოთ მიგნების,ცად კითხულობდი ვარსკვლავთა ბარათსდა საიდუმლოს ზეცის წიგნების.აწ, უშფოთველად, იყავი წყნარად,შენი საუნჯე შენთან იქნების...შეგიწყნარებენ სამოთხის კარად,სად მზის ყვავილად გადაირგვები.