↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ღამეს ვერცხლის ფარჩა..."

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17540 ნახვა

—
ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია,გასცქერი მთვარის მთებს და მთვარის ვაკეებსდა ცრემლით იშუშებ სიმწრისგან ბაგეებსდანაკვნეტს... დანაჭამს...
სევდა გეპარება როგორც მორიელი,მკერდზე გადაშლილი გიდევს მოლიერი,წევხარ სასთუმალზე და ელი მდუმარი,როდის შემოგიღებს კარებს ქვის სტუმარიმაგრამ, ის არა სჩანს...
და ასე ლოდინში გადიან დღეები:იცვლიან დროდადრო სამოსელს ტყეები,დღეს, მზიანს, უღრუბლოს, ღამე ცვლის მთოვარი,შენს სულში იღვიძებს ზოგჯერ მაცხოვარიდა ზოგჯერ - სატანა.
სხეულს კი, შენს სხეულს სიმწიფე აწამებსდა ცრემლი ნიაღვრად გისველებს წამწამებს,გტანჯავს მარტოობა და გრძნობ, რომ აღარ გსურს,აღარ სურს აღარც სისხლს, აღარც ხორცს, აღარც სულსამ ტანჯვის ატანა.
ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი