↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ხანდახან ხდება რომ.."

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17536 ნახვა

—
ხანდახან ხდება, რომტანში გაგაციებს...წართმევით ფეხების,არაამქვეყნიურსმე ვგრძნობ გრადაციებსდროს, შენთან შეხების.
მზერაში არეკლილტალღების ღელვათაჯადოსნურ მანევრით,მართობ და განმგმირავ,ზეციურ ელვათა,მჭრი, ბასრი სატევრით.
მთრგუნავ და მაბრმავებ,მამუნჯებ სამარისაღთქმული სიმუნჯით.მუხლებზე მაჩოქებდედოფალ თამარისდარ თვალთა სილურჯით
და მკლავ და მაცოცხლებ -ჯვარცმაში ნამყოფთაწამებით მაწამებ,უთვალავ კითხვებადმამრავლებ და მყოფ დამაკლებ და მაჯამებ...
და ზოგჯერ ხდება, რომტანში გაგაციებს...წართმევით ფეხების,არაამქვეყნიურსმე ვგრძნობ გრადაციებსდროს, შენთან შეხების.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი