↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი მოტივები

დგვარელი სანდრო

2009-09-121 წთ საკითხავი333 ნახვა

—
ლექსად ისევ ისე ძველი მოტივები.დაგვრჩა არავინ და თითქმის არაფერი.როცა გადავწყვიტეთ სახლის მიტოვება,წამიც ჩვენ რატომღაც მაშინ გავაჩერეთ.მერე მე დავიწყე ბედთან შერიგება.უნდა გამოგიტყდე რთულად, გაჭირვებით.მაგრამ წაგებასაც ხომ არ შეგარგებენფიქრად მოგზავნილი წლები _ ნაბიჭვრები.და თუ გეუბნები, კი არ ვტყუი ხოლმე,რომ მე მივეჩვიე მართლა უშენობას.ოღონდ სულ თავიდან ნუღარ მომაყოლებმაგ თმებს ეს ქარები როგორ ამშვენებენ.ან, რად ავიჩემე უქმად ხეტიალიდა რომ შედგენილი ჩემი მარშრუტებიგახდა მოსაწყენი, როგორც სერიალი.ვიხმე ფანტაზია, ისევ დაუშრეტი _ჰოდა, გადავარქვი ქუჩებს სახელები:აღარც მეფეების, აღარც პოეტების,ასე მოვიარე მე დღეს გახელებითუკვე უშენობის ქუჩა-პროსპექტები.ხოლო მზრალობაა ისევ შენს თვალებშიდა მეც ძველისევდაშესისხლხორცებულისიკვდილს ვეომები როგორც გილგამეში,ძალით, რა თქმა უნდა, შენი მოცემულით.თუმცა იმ დროიდან თითქმის არაფერიუკვე აღარ დაგვრჩა მხოლოდ მოტივები.თურმე რა უაზროდ წამი გავაჩერეთ,თურმე რა უაზრო იყო მიტოვება.

დგვარელი სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი