პოეზია · ლირიკა
ქართლის გზებზე
ასეთ გზას ხშირად შეხვდები ქართლში:გაიწვდი ხელს და ცის კიდეს სწვდები,უცებ გადაკვეთს ტრამალებს გაშლილსქარვანივით გაბმული მთები.ფერდობზე მწუხრი ცერით ეშვებადა მთვარის შუქზე გაარჩევ ძნელად –გაქვავებულან დევის ეშვები,თუ ცას გაჰკვრია ტაძარი ძველი.ურყევად დგანან მისი თაღები,რომ იღაღადონ უხმოდ, – `არ ვკვდებით!..”... და ჰგავს სამოთხის კარის გაღებასცით ავსებული ძველი სარკმელი.