↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვა რას მაგონებს?

აბესაძე ნია

2016-06-121 წთ საკითხავი684 ნახვა

—
ზღვაზე ტალღები გაშლილან ფართოდ –ზღაპრული ალის ცისფერი თმები,ტალღაზე მთვარე ქანაობს მარტო,მიმალულ გემებს მისდევს და ქრება.ზღვის ლაჟვარდ ბელტებს ნეტავი ვინ ხნავს?მთვარის ნატეხებს ვინ მოაგროვებს?ზღვა რას მაგონებს?– ამას ნუ მკითხავ,ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?!ეს ვარსკვლავებით ნაჭედი ზეცადა ზღვაც – იისფრად რატომ ქცეულა?ალბათ, ზღვას ცაზე ყოფნა თუ შერცხვა,ალბათ, ზღვაც ციდან გამოქცეულა.ზღვას ზოგან თმებსაც უთეთრებს რისხვა,ხან აამღერებს და ხან აგოდებს...ზღვა რას მაგონებს?– ამას ნუ მკითხავ,ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?!მსურს მთვარის გზებით გავყვე ამ სივრცეს,მარჯნების კოშკში ვიპოვო ბინა,ზღვამ ღელვა მომცეს, მე _ ფიქრი მივცედა შევსვა ეს ზღვა, ვით ლურჯი ღვინო.მაგრამ ვინ დალევს ამ სივრცეს, მითხარ,რომელსაც მუდამ რაღაც აბორგებს?..ზღვა რას მაგონებს?– ამას ნუ მკითხავ,ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?

აბესაძე ნია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი