პოეზია · ლირიკა
მაცნე
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
დაჰღონებულხარ, დედაო,რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარემაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა?შენი გაზდილი მახარეწევს მკვდარი კლდისა ძირზედა,ეტყვიან დარიელასა,ლაღის მდინარის პირზედა.ნატყვიარი სჭირს გულშია,სისხლი ამასდის ნჩქლევითა,ხელში უჭერავ ფრანგული,გადატეხილი ქნევითა.შენს რძეს ვენაცვლე, დიაცო,კარგი გაგიზდავ რწევითა!ღამით მოგვადგა ურჯულოიმ ვიწროებში მსხდომარეთ,წინ-წინ ის გადაუფრინდაჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.ხუთს კი დაუხშო ნათელი,სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ.ზოგი კლდის ეხში შეგვიძვრა,სხვათ გადალახნეს მთანია,ყველამ კი გადააწითამთების ბალახი მწვანია.ავსტეხეთ ხმლების წკრიალი,თავზედ დავხვიეთ ალია.ბევრი იტირებს ჩვენის მტრისთმა-თაფლა, თეთრი ქალია!დედილამ, ღვინოდ ვაქციეთერთიან თერგის წყალია.ზოგები დაშინებულნიმთების ნაჟურმა დალია.
1886 წ.