პოეზია · ლირიკა
ლურჯას
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია,როგორც კაცს, ადამიანსა:ბარით რო მთაში წამოვალ,შენ დროს ახანებ გვიანსა,მუხლში ქარს ჩამაიყენებ,დაემსგავსები ნიავსა.არ აბედენებ კლდე-ღრეებს,მკერდს იქნევ ყალამქრიანსა,შენც გული გიგებს, ტიალო,მივალთ სამშობლოს მთიანსა,კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ,უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა.გულით მაშორვებ ვარამსა,ვარამსა ათასფრიანსა,არწივის ფრთეებს შეასხამჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა.მაყვარვებ უდაბურს ადგილს,ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა,გვიან ზაფხულის მნახველსა,მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, -ადგილს უმთვაროს, უმზეოს,ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა!
1890 წ.