↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ მადმუაზელ!

დგვარელი სანდრო

2009-09-121 წთ საკითხავი330 ნახვა

—
თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ,მადმუაზელ!ლამაზი თანწყობა: პრინცესა, პარიზი.ალბათ ფრანგ ვაჟკაცებს გულები შუაზეგადაუხლიჩეთ და უამრავ კაპრიზსაცვერაფრით ელევით.ეს ისე, უბრალოდ და ერთი შეხედვით.და იქნებ ეს ლექსიც წერილს გავს შაბლონურს.ვწერ სულ სხვა რაკურსით,თქვენთან კი შემთხვევით,როდესაც სიშორით გტკივდება სამშობლოსწორედ ის წუთია.ჩემთან კი მაგიდა. ფოტოდან ღიმილი...ჰო,თქვენი პროფილი და ჩემი სიბრმავე.(ძნელია ეს ჩემებრ პაჟებმა იხილონ )და ყველა პოეტიც გეტყოდათ იმავესაწევით ხელების!რადგანაც ასეა ცხოვრების პრინციპი,დასასრულს რითმებიც თავისითდალაგდნენ.მადმუაზელ პარიზი სავსეა პრინცებითხოლო თქვენს მშობლიურ,საყვარელ ქალაქთანაპრილის მწუხრია.ვზივარ და დრომოჭმულ რომანტიზმსვაღმერთებ,ამ ლექსად წერილსაც არ დარჩა სხვა ხიბლი.ავივლი როგორმე ისევ ამ აღმართებს,თქვენ ანგელოზად კი ღიმილი გამხილებთ.თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ, მადმუაზელ!

დგვარელი სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი