პოეზია · ლირიკა
* * * გულიც არაფრით მთელდება
გულიც არაფრით მთელდება,სევდას ტკივილი ერთვის...შენთვის როგორრაც თენდება,მუდამ ღამეა ჩემთვის!ფიქრი... წუხილი მზარავი...დარდი. ცრემლები. ლოცვა.აღარ შემომრჩა არავინ,ყველამ დამტოვა, როცა:ასე ვიტყოდი, ცხადია,კაცი - ნათელი, წმინდა -აღარც სიცოცხლე მწადია,აღარც სიკვდილი მინდა!ღირდა წამება ერთ რამედ...მსურდა ლოდინით დამზრალპოეტს მემხილა მესამე,მოვარდისფერო, სხვა გზა!