↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როცა გვიყვარდა

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3603 ნახვა

—
შეგრძნებებს შორის რაცა ჩანს, ვითარცა ხიდი –მარტოობა, რომელსაც სიცოცხლე დღითიდღე მეტს მოითხოვს სულისთვის... ყველაზე დიდიმარტოობა კი – უდიდეს სიყვარულს ახლავს,რადგან მაშინღა დავფრინავთ ყველაზე მაღლა...როცა გვიყვარდა, მოსავალს თესვისას ვმკიდითდა შორი სივრცე მიგვაჩნდა მშობლიურ სახლად...
როცა გვიყვარდა, ლხინებად ვთვლიდით ვარამებს.როცა არ გვიყვარს, ნათელშიც გავიწკვარამებთდა, თითქოს, გული კი არა, გვქონდეს სხვა რამე.როცა გვიყვარდა, ვიცდენდით სულის მღვრიობას,სივრცე მოჩანდა – თვალების ნაძოვ ღიობად...როცა არ გვიყვარს, არათუ სული, არამედ –მღვრიეა მთელი – ეს ჩვენი კაცობრიობა...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი