↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაოსურ-მელოდიური (განწყობის)

თაბაგარი თეა

2026-07-181 წთ საკითხავი2352 ნახვა

—
მოუთმენელი წლები წამიღებს,უმისამართოდ მომენატრები,აშლის ზამთარი ქარიან ფიქრებს,და ქარვისფერი ოცნებასავთ,მოვინადირებ უცხო ადგილებს,ბევრჯერ გათელილს,ოღონდ სხვა თვალით.
როცა ვერხვები კვირტებს გაშლიან,და მონატრება ზვავებს წარმოქმნის,უხმოდ დავრჩები ადამიანურგზაგასაყართანყოფნა-არყოფნის.არაფერია,რადგან დღეებიისედაც, თითქმის, უჩემოდ ვლიან,და რადგან მაინც ვერ შეგელევი,მე დავბრუნდები.
იქნება გვიანყველა ის წამი,უძრაობაში განივთებულმა რომ გავატარე,რადგან გამიცვდა ილუზიებისუფერული და ძველი სათვალე.
როცა თოვლისფერ ქრიზანთემებითამოჩემებულ სურვილს მომიტან,აღარაფერი გადამბრალდებაგონდაკარგული უქმი დროიდან.როცა უბრალოდ წლები წამიღებს,ააბორგებენ დარდებს ვერხვები,უსასრულობა გამიღებს კარებს,ნაგვიანევი დროით შევხვდებით.
და ფიქრი ისევ გააციმბირებს,უაზრობების ჩვეულ არიას,გაუბედავი მზერით ცის კიდესმივწვდები,როგორც ჰორიზონტს მზიანს.და მოლოდინი გაარღვევს კლდეებს,სივრცეს შერწყმული სუნთქვას ამიბნევს,და გამართლებულ, მიღწეულ ძებნებს,მიუწვდომელი გზისკენ წაიღებს.
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი