↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფოთლები დაგვიბერდნენ"

თაბაგარი თეა

2026-07-181 წთ საკითხავი2349 ნახვა

—
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,ასე უჩუმრად და უჩვეულოდ,სიჩუმის დარღვევა ვერ გაბედეს,ფრაზებს, გაქცეულებს, ვერ ვპოულობ.ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,ახლა... ბოდვასავით ვიმეორებსიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.და მერე... მიდიან შეგრძნებები,და მერე... ბრუნდება უშენობა,ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,რადგან ნიავივით უფერო ვარდა რთული ქარივით, სევდასავით,თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,მოდი!.. უჩემობას შეგასწავლი,დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,შენი ნაკვალევი წამიშალო,ყველა ემოცია არ წამართვა,მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო....ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,შენ კი ერთგულებით დაიღალე,იცი, ხეივანი გემდურება,მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,ცასაც ნაოჭები გასჩენია,ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,უსმინე... სათქმელი დარჩენიათ...
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი