↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუსპირას მქონდეს წისქვილი

აბდალაძე სულხან

2016-06-121 წთ საკითხავი364 ნახვა

—
სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო?წარბი გავხსენი, ვინატრე:_ რუსპირას მქონდეს წისქვილი,შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე,მესმოდეს ხმაგაუმწყდარი კაკანი სარეკელასი,სოფლის ბარაქა მალხენდესდა სიყვარული ყველასი.საფქვავი არ დამლეოდესდა არცა წყალი ღარებით,წისქვილთან იცოხნებოდნენუღელმოხსნილი ხარები.შუაცეცხლი და კედლები,განათებული კუნძითა,ფხიზელი ძილი და მთვარე _თეთრი სიზმარი კურდღლისა.წისქვილმა იცის ჭინკა დაწისქვილმა იცის ალები,ჰოდა, სიმინდის დაფქვამდეჭორის ფქვა სოფლის ქალების.კარები მუდამ ღია დასაკინძე გულგაღეღილი,და საზრუნავი მთავარიწმინდა ფქვილი და ღერღილი.ლამაზი ქვრივიც შემოვა,თალხით მოსილი ერთიან,გული იმაზე უკვდება _მისი სიმინდი თეთრია.მე აქ შევხვდები ყოველთვისოქროს სხივებად დაღვრილ მზეს,წყალი რომ ერთხელ იძინებს,წისქვილი გამოაღვიძებს.სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო?წარბი გავხსენი, ვინატრე:_ რუსპირას მქონდეს წისქვილი,შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე.

აბდალაძე სულხან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი