↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

VICEROY LIGHT-ის მონოლოგი

ლეკიაშვილი ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1200 ნახვა

—
სადმე ვინმემ თუ მიპოვნა ბედად,განცდა მიწევს პირველცოდვის შიშის...აღარ შეცდე, მეგობარო, მეტად,შებრუნებით არ ჩაიდო პირში!დაგანახებ ირონიას ფერთა,ნიკოტინით და ლექსებით გათრობ...შენ კი, მაინც, ძმაკაცებთან ერთად,ამანთებ და ჩემს მწვანე ძმას ნატრობ!დამატარებ აქეთა და იქით,მე ვარ შენი ალფაცა და ბეტაც!ნუ დამიჭერ პოეტს ორი თითითდა ნუ მკითხავ: ვინა ხარო ნეტა?და თუ მაინც არ გაგიძლო გულმადა მეც უკვე ვეღარ გაძლევ იმედს -გადამაგდე! გადავტყდები უმალანდა ფეხით გადამივლის ვინმე!არ დამიწყო ეხლა "რაო-რაო"...ამანთე და... მეც არ მინდა მეტი...ქალის მკერდში ჩამაფერფლე, ძმაო,სანამ სადმე დამაჭყლიტავს ბედი!

ლეკიაშვილი ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი