↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერაფერი ვერ მიშველის, ვხვდები

ლეკიაშვილი ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1202 ნახვა

—
* * *ვერაფერი ვერ მიშველის, ვხვდები,სანამ სული სულ არ დამელევა...მარადიულ შიმშილისგან ვკვდები,ერთი ვაშლი მომიწყვიტე, ევა!დროა, ჩავკლათ უსაფუძვლო შიში,დროზე, სანამ ფეხქვეშ ხიდი დალპა,ამ ცხოვრებამ უკვე მითხრა ქიშიდა შამათსაც გამიკეთებს ალბათ.ამ ქვეყანას თუ ვერ დავემკვიდრე,შენ გგონია, თავს მოვიკლავ? - არა!მოდი, ცეცხლის ხაზზე გავალ ვიდრე,დამეწიე, მოდი, მოდი ჩქარა!წყალზე ჩამო, მხარზე შედგმულ დოქით,მომენატრა ტუჩის ტუჩით ბანა,ჩამოდი და თავს დავიცავ როქით,ამ პარტიას ასე დავთმობ განა?კალმის წვერით მიწა შემოვხაზე,ამოხეთქავს ლექსი, როგორც ლავადა შენც თუკი თავს დამადებ მხარზე,ეს პაიკიც ბოლო ხაზზე გავა.მოდი, ერთად ყველაფერი ვსინჯოთ,სანამ მსაჯი დაასრულებს ტაიმსდა მე ისევ დამარცხება მიჯობსცხოვრებასთან გაკეთებულ ყაიმს!

ლეკიაშვილი ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი