↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბებრები

ლეკიაშვილი ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1209 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. ***
  2. ***
  3. ***
ტკივილმა გული კვლავ მიიზიდა,ვიღაც წარსული დღეებით ხარობს,საკინძის ღილებს იხსნის იზიდა,რითმებს სახეში ნუ მაყრი, ქარო!მოენატრებათ შვილები ანციდა საუკუნეს, წამებით ნაქსოვს,მწარე ღიმილით გახედავს კაციდა ქალიც ჩუმად ჩურჩულებს - გახსოვს?

***

ღამეებს ალბათ ფიქრებში ათევ,თვალებს ასაკის აჩნიათ დაღიდა ხილაბანდის ჩარჩოში ვატევ,როცა ხელებში გეჭირე ბალღი.შენ აირეკლე მზის ათინათი,უგნურმა ბედმა შუბლი დაღარა,შენ ალბათ მზესაც სჯობდი, თინათინ,მაგრამ დაბერდი!.. მზე კი აღარა!..შენ მზეს ისევე სჯობიხარ, ამინ!და მეც ამ სიტყვებს ხმამაღლა ვამბობ:შენ შვილიშვილი სამი გყავს, სამი,მზეს კი არცერთი არა ჰყავს, ბაბო!

***

გული _ უცვეთი, გული _ მედგარი,გული _ ობლობის ცრემლით ნაბანი,გული _ ჩახმახი, ფეხზე შემდგარიდა გატენილი, როგორც ნაგანი.მერე _ ცხოვრება _ პანდორას ყუთი _ყმაწვილურ მზერით გადასერილი,ორმოცდაერთი-ორმოცდახუთი,მერე ფრონტიდან ძმების... `წერილი~.თვალებს ერჭობა ცრემლები _ ხიწვი,ჭაღარა თმები მოჰგვანან ლამპარს,ჩვენს სიყვარულში ყოველდღე იწვი,შე უსამართლოდ დასჯილო პაპა!

***

მოენატრებათ შვილები ანცი,განვლილ ცხოვრებას, წამებით ნაქსოვს,მწარე ღიმილით გახედავს კაციდა ქალიც ჩუმად ჩურჩულებს _ გახსოვს?ამ დროს ეშმაკიც ვეღარ ქირქილებს,შენც გაიზარდე, უღელო ხარო,იზიდა იხსნის საკინძის ღილებს,საწუთროვ, რარიგ უძლური ხარო!

ლეკიაშვილი ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი