↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

LOST

ლეკიაშვილი ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1208 ნახვა

—
ვუძღვნი მარის, ჩემს მეუღლეს
I სეზონი
ციფრებია ცხოვრება – 5-ები და 6-ები(მიკვირს, როგორ მიწერდნენ ალგებრაში ხუთიანს...),პაროლივით ფურცელზე მეც შემყავდა ლექსები,განსხვავება მათ შორის ზუსტად 108 წუთია!
გემოს ისევ ვუსინჯავ ამჟავებულ ამინდებს,ხან სიმწარეს ვუმატებ სიტყვის საპილპილეთი...დღეს კი ისევ შევცდი და კვლავ ჯიბეში ჩავიდერეის 815-ის დაწყევლილი ბილეთი.

II სეზონი

ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა გახლდით პოეტი,საჭმელად კი მანგო და პაპაიაც მყოფნიდა,ეხლა აქ ვარ და მინდა, როგორც `დარმას~ პროექტი,მეც რომ ვფინანსდებოდე ალვარ ჰანსოს ფონდიდან!შენ რომ არ შეგხვედროდი, ჩემს სულს ვინ დაიხსნიდა?ლოცვა ვით მიშველიდა? ჯადო ვით და ჯინი ვით?ახლა საფრთხე არ მელის ღამისფერი ნისლიდან...ყველაფერი იქნება – სანივით და ჯინივით!

III სეზონი

ბოლოს მინდა, გაგაცნოთ ჩემი გამოგონება(მგონი, ყველა დეტალი დეტალურად გავთვალე):ჩემი იარაღია – მოხუც ლოკის გონება,მისტერ ეკოს მუშტი და სოიერის სათვალე!თვითმფრინავი ვარდება... მე გავრბივარ ძუნძულით...მე ჰარლი ვარ და სახლში მადლი მიმაქვს ულევი...მელოდება ოჯახი – საიდუმლო კუნძული,სადაც მე და შენა ვართ მარად დაკარგულები!

ლეკიაშვილი ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი