↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარძია

ლეკიაშვილი ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1224 ნახვა

—
* * *"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა...რა ლამაზი იყავ, ბიჭო!"

წარწერა ვარძიაში, ტაძრის კედელზე

როგორ უყვარდა... ვინ იცის, როგორ...არც მოელოდა ტანჯვას უადრესს...მიჰგვარეს უფალს პაწია გოგოდა პანაშვიდი გადაუხადეს!"ნურვინ გიყვარან!"... ქალმა პატარამმონაზვნის კაბით დაფარა ნიჭიდა მერე ჩუმად, გულით ატარახატება ერთი ლამაზი ბიჭის...ან ვინ იცოდა, დედას შაოსანსვისი ღიმილი აჩნდა ტკივილად...ის არ დაწერდა "ვეფხისტყაოსანს",მან მხოლოდ ერთხელ დაიკივილა...თოთხმეტი წლისას ჩააცვეს შავი,წარსულს ჩაბარდა ლამაზი ფარჩა...მან პოეტურად დახარა თავიდა კედელს ერთი სტრიქონი დარჩა.იქნება, გამვლელს შეავლო თვალი...იქნება, ბერი უყვარდა ძლიერ...სამოცდათოთხმეტს მიადგა ქალი,ასაკის დაღი დააჩნდა იერს...ტაძრის კედელზე ცრემლით ნაწერი(მთელი ცხოვრება ალბათ იტირა)მან ამჯობინა ლექსებს გაწელილსდა დრომ ცრემლები გააქვითკირა.ეს სევდიანი, მცირე იგავიშენ მოგიძღვენი, ჩემო ფერია!იქნება, ჩემი სატრფო იყავიდა ის სიტყვებიც ჩემზე სწერია?არ ვიცი, ჩემო, რა გითხრა ახლა,უფლის სახელით ჩაკლულო ნიჭო...მუზას არ უყვარს ლოცვებით დაღლა..."ეჰ, რა ლამაზი იყავი,ბიჭო!"

ლეკიაშვილი ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი