↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

MEMENTO MORI

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10109 ნახვა

—
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულიავარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.
ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.
რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი