↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალბათ მოვა დრო

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10105 ნახვა

—
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,ახლა დარდების მძიმე წუთია.მიწას ადგია ცა გარინდებითდა ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,ადამიანის ბედი კრულია.დადუმებული კიდია ზარიდა თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.დგას საფლავების მწვანე სიმშვიდედა ეკლესია თითქოს თოვლია.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი