↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10099 ნახვა

—
ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევსდა ეს დროა უმძიმესი ლოდი.დილა არის, მე ვოცნებობ მთაზედა ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.
აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაცდა ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.რა ქარია, რა სიცივე დადგადა დღეიდან ზამთარია, დაო!
და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლიდა ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი