↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაბრუნება სოფელში

ტერენტი გრანელი 1898–1934

19261 წთ საკითხავი0 ნახვა

—
ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას...მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.
ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარესვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.
ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.
თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა...არ თავდება ვარამი და იობის წამება.
ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს(თუმცა რაა იმედი? - წამიერი ფარ-ხმალი).მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი