↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების

მარადელი მათე

2013-05-121 წთ საკითხავი333 ნახვა

—
ნაკვთებზე გრძნობა ისე აწყვია,ისე ატყვია თვალებს დახვეწა,რომ ამ სიტურფეს ვნების ზღვა ჰქვიადა ბერად მინდა შენში აღკვეცა.მინდა გაგანდო, როგორ ვილოცებდა გითხრა ის, რომ სულში ქარიადა თუ ავტირდე, ნუ გაიოცებ,ეს ჩემი გრძნობის ნიაღვარია,ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნებისდა სურვილია დაუცხრომელი,რომ მაგ წამწამთა გაშლილ ძეწნებისსველ ჩრდილთა ვიყო მარად მდომელი.და თუ შეგეხე, თუ მოგანათეამ ჩაუქრობელ ცეცხლის ხურვება,გთხოვ, ნუ უარმყოფ ღამეგანათევს,რომ შევძლო შენი მზის დაურვებადა აგიხილო ის უსასრულოდა უსაშველოდ თბილი თვალები,ახლა რომ ნაბავ, ღმერთის ასულო,და არხევ ქალურ აკანკალებით.

მარადელი მათე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი