პოეზია · ლირიკა
არჩვების არვე
არჩვების არვე, არჩვების არვე,შეხედე, ნახე და გაიქარვედარდი _ ქალაქის ნამდვილი ყოფა...აქ მთაში სივრცე ყველას გვეყოფა.სნებები წარვლენ, ვნებები წარვლენ,წამო, მივუსწროთ მწყემსების კარვებს.არ გინახია? შენზე ახია...მწყემსის სიმღერა, გული კარღიაარ გავს იმ ღიმილს, ჩვენ რომ იქ ვიცით,მოვალეობით და ყალბი ფიცით...მზე გადახრილა... ნახე, სხვა მხრიდანნისლმა დღე მწვერვალს გადაახია.მომენდე მართლა, არჩვების დათვლა,პირველი სროლა... აცდენა... გათვლადა ავსულისთვის გადაბრალება,ცეცხლს მოგიკიდებს, დაგწვავს ალებად...ქალაქის ნაცვლად ჭიუხზე გასვლაგახდება შენთვის მეორე ნათვლა.არ არის გვიან, გავუყვეთ ქვიანს,ნადირნი ჩლიქით ქარაფებს თლიან,კლდეზე ვიაროთ ჩვენ ალალბედზე,წამო, ჭუთხაროს ნაცრისფერ ქედზეარჩვები ქრიან, არჩვები ქრიან.