↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დაღონებული და მარად სუსტი

ტერენტი გრანელი 1898–1934

2016-09-121 წთ საკითხავი10109 ნახვა

—
დაღონებული და მარად სუსტი,სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.
მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,და უცხო ბინის ყრუ სართულიდანშენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.
მიხვალ როიალთან და როგორც გიჟიიწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.
სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.
შენი ლოდინი სანამდი დასტანს,ანდა სანამდი იქნები წმინდა.რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.
ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.
დაღონებული და მარად სუსტი,სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,რომელმაც ასე დაიგვიანა…
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი