↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისევ მოვედი

ტერენტი გრანელი 1898–1934

2010-08-121 წთ საკითხავი10104 ნახვა

—
ისევ მოვედი, ჰავა გრილია,თოვლი აქა-იქ დარჩენილია.
თოვლი თეთრია და მიწა შავი,აგერ ჩიტია, აგერ ზის ყვავი.
და კოჯრისაკენ მიდის ეს შარა,დაო, მიშველე და მოდი ჩქარა!
თოვლიანია ბაღი ისევედა კვიპაროსი თითქოს ისვენებს.
ისევ მზე არის, ისევ წყალია,ისევ თორმეტი თებერვალია.
და მაღლა მთისკენ მიდის ეს შარა.დაო, მიშველე, და მოდი ჩქარა!..
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი