↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ექსკურსია ცისკენ

ტერენტი გრანელი 1898–1934

19221 წთ საკითხავი0 ნახვა

—
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,არ მინდა გული სამარეს მივცე.მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდადა ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდადა გაგიჟებას ველოდი ისევ.მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,არ მინდა გული სამარეს მივცე.მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი