პოეზია · ლირიკა
გრანელის მონოლოგი
და სიკვდილის წინ ნდობის ქარია,გარდაცვალება იყო ობოლი.წამასვენებენ და მიხარია,ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი.არ ვიცი ამ დროს ვის უნდა შევხვდე,მე ვინ მომიტანს ცისფერ განთიადს,ამ სიყვითლეში სხვა სივრცეს ვეძებდა მონასტერში ნინო დადიანს.იყო ზარების უხმო გოდება,და მდუმარების სუსტი ხელები,თუ საგიჟეთი მომაგონდება,ლექსის სხეულში ჩავესვენები.კუბო იქნება სადა, უბრალოდა პროცესია ალბათ ობოლი,გზასაცდენილი გიხმობ უფალო,ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი.