↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამწვა საკუთარ ალმა

ტერენტი გრანელი 1898–1934

19221 წთ საკითხავი0 ნახვა

—
დამწვა საკუთარ ალმა,ვატყობ, თანდათან ვქრები.სადღაც ხარობენ ალბათჩემი პატარა მტრები.
რა ვქნა, ციხეა, ვშფოთავ,ცისკენ მივყავარ სურვილს.და ემსგავსება ფოთოლსჩემი მწუხარე სული.
მოდის შაბათი, კვირა,საშინელ სურათს ვხედავ.და მესიზმრება ხშირადმიცვალებული დედა.
ღუნავს ქარები ალვას,ელავს მუსიკის ხმები,დამწვა საკუთარ ალმა,ვატყობ, თანდათან ვქრები...
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი