↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დათოვლილი სანთელი

ტერენტი გრანელი 1898–1934

19261 წთ საკითხავი0 ნახვა

—
საღამო ამნაირ სახისდარდივით გაჩნდება ისევ.დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.
გათავდა ცრემლების თოვა,ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.და თეთრი ქალწული - გლოვაეცემა სისხლიან მინას.
და ირგვლივ სამარეს უვლისფარული სურვილის ლანდი.და ჩემი მწუხარე სულიმსგავსია დათოვლილ სანთლის.
ეს მხარე ღამდება, რადგანცისფერი იმედი მიდის.როგორი სიჩუმე დადგა,ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..
მე წავალ სხვანაირ სახით,ჩემს წასვლას დიდება მისდევს.დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი