↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მთვარიანი ღამის ორი საათია

ტერენტი გრანელი 1898–1934

2010-08-121 წთ საკითხავი10101 ნახვა

—
მთვარიანი ღამის ორი საათია,შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,როცა სიშორეზე ტირის როიალი.
ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.
სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარებიდა შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარებიდა ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.
ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,თანაც სიშორეზე ტირის როიალი...
1924
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი