↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4990 ნახვა

—
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველებისთუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!
1942
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი