პოეზია · ლირიკა
* * * ვიდრე სიკვდილი
ლადო ასათიანი 1917–1943
ვიდრე სიკვდილი გამახვევდეს ბნელს მოსასხამში,ვიდრე სიკვდილის ჭვალი გულზე დამესობოდეს,უკანასკნელად დამაწვინეთ ჩემს ოდა სახლში,უკანასკნელად, ვიდრე თვალნი დამევსებოდნენ.უკანასკნელად პაპიჩემის გაჯორკილ ტახტზედამიგეთ მაგრად, დამახურეთ შავი ნაბადი,უკანასკნელად უდრტვინველად მამყოფეთ ასე,ვიდრე სიკვდილი შფოთიან სულს გამინაბავდეს.
1941