↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას

ლადო ასათიანი 1917–1943

2015-09-122 წთ საკითხავი10101 ნახვა

—
ვ-ს
მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,ნიკო ფიროსმანს და საათნავას,მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,ქართველი ქალის შნოსა და ჯავარსდა საქართველოს ლურჯი ცის თავანსრომ უმღეროდა დაუღალავად!
მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,ნიკო ფიროსმანს და საათნავას!
მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!
მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს,ლამაზი არის თბილისში ყველადა სიყვარულით უგონოდ მთვრალიდა შველა უნდათ ლამაზებს, შველა!
მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს,ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს,ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,თბილისის ცას და თბილისის ჰავას,ნიკო ფიროსმანს და საათნავას!
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო,მე გული მქონდა და შენ მოგეცი,მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი.
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებსდა სურნელებას შენი ტანისას,გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებსდა სურნელებას შენი ტანისას!
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდათავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,ვისაც სახელი შორს გაუვარდა,ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდათავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!მე შენ მიყვარხარ და საქართველო,უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,საიდან მოველ ან საით წავალ, _და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,ნიკო ფიროსმანს და საათნავას!
1940
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი