↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად"

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4971 ნახვა

—
ამ ხეივანში ის ძალზე ხშირადდასეირნობდა ჩვენს სასახელოდ,ხელში ცისფერი წიგნი ეჭირადა აწეული ჰქონდა საყელო.ერთი შეხედვით უზომოდ მკაცრი,ახლოს არავის არ იკარებდადა იდგა, როგორც სხვა დროის კაცი,ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან.ნეტავ იმ ასულს, ასულს საროტანს,ვისაც ის თავის გულს გაუღებდა…არვინ იცოდა რა უხაროდაან ასე ძლიერ რა აწუხებდა.ბინდი რამ დაჰყვა სიჭაბუკიდანმისი თვალების გაცისკროვნებას…უმზერდა ხალხი და ხალხს უკვირდაამ სულ უბრალო კაცის ცხოვრება…ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნითჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი…ნეტავ, ჭაბუკი ცისფერი წიგნითკვლავ თუ გაივლის ამ ხეივანში?!
1942 წ.
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი