↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თინიას მამითადი

რაფიელ ერისთავი 1824–1901

2014-05-131 წთ საკითხავი939 ნახვა

—
მამითადი ჰყავს თინიას,დღეს არის ამის ლხინია,ციბრუტივითა ტრიალებსსაწყალობელი თინია!..ქვრივ-ოხერს, ბეჩავ თინიას,ჰყავს ერთად-ერთი შვილია,პაწია, წვითა და დაგვით,ვაებით გამოზრდილია.დღის მეხრე იყო, მოუხნესერთი დღის მიწა ნაოში,მაგრამ სათესლე გაჭირდა,არ გახლდათ საკუჭნაოში!..ჩამოითხოვა თინიამოროლი მუჭა ხორბალი,მოთესა, უცებ ზღვა გასკდა,შიგ დატრიალდა ღვთის თვალი:თავთავმა თავი დახარა,ყველამ გალესა ნამგალი,თინას კი გული უსკდება,ვინ მისცა იმას მომკალი?თუ სანახევროდ სხვას მისცა,რაღაა გასაყოფელი?თუ არა, ღონე არა აქვს,მისი ღონეა სოფელი...ჩამოუარა სოფელსა,სთქვა: “ყველას დავეღრიჯები”.დილა-ადრიან მოადგნენკარზე რჩეული ბიჭები,“ჰოოპუნათი”, კიჟინითმოედვნენ ქვრივის ყანასა,არ შევხვედრივარ მამითადსმე არსად ამისთანასა!..თინა მასპინძლობს გულ-უხვადმოუტანია მჭადები,მაწონი, ორი დედალი,მუშისთვის დანამზადები...ცოტა არ იყოს, სცხვენიან,ღვინო არა აქვს საწყალსა,მაგრამ ზედი-ზედ უზიდავსმამითადს წყაროს ცივ წყალსა...“ჰოოპუნა” და კიჟინიუხდება ქვრივის ყანასა,არ შევხვედრივარ მამითადსმე არსად ამისთანასა!..ციბრუტივითა ტრიალებსსაწყალობელი თინია,მამითადი ჰყავს თინიას,დღეს არის მისი ლხინია.
რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი